ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს/სტუდენტებს ეკონომიკურ კვლევით ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. ექსპერიმენტი ტარდება ონლაინ. მონაწილე არ საჭიროებს ეკონომიკურ განათლებას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. კვლევითი ექსპერიმენტი ტარდება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში.
ეკონომიკური ექსპერიმენტის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.
სავალდებულო მოთხოვნები:
- სტუდენტი / სრულწლოვანი მოქალაქე.
 - ინტერნეტზე წვდომა და პერსონალური კომპიუტერი ან სმარტფონი.
 - ყველა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერი, Internet Explorer-ის გარდა.
 - წინასწარი ონლაინ განაცხადის შევსება და დასტურის მიღება.
 - საბანკო ანგარიშის წარდგენა.
 - ექსპერიმენტის დანიშნულ დროს გამოცხადება (დაგვიანებული ვერ შეძლებს მონაწილეობას).
 
ექსპერიმენტის ჩატარების თარიღი:
- 7 ივლისი, ხუთშაბათი, 12:00 საათი (ონლაინ).
 
რეგისტრაცია:
- კვლევით ექსპერიმენტში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/GEPzympFCjb8g4u49
 - ონლაინ განაცხადის შეტანის შემდგომ, თქვენს ელ.ფოსტაზე ექსპერიმენტის ორგანიზატორთაგან მიიღებთ რეგისტრაციაზე დასტურსა და დამატებით ინფორმაციას.
 - მხოლოდ დასტურის შემდგომ შეგიძლიათ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.
 
გაითვალისწინეთ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
ანაზღაურება:
- მონაწილეებს შეეძლებათ გამოიმუშაონ სხვადასხვა თანხა (0 - 25 ლარის ფარგლებში), რაც დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებებზე ექსპერიმენტის მსვლელობისას.
 - ანაზღაურება მოხდება ექსპერიმენტის დასრულებისთანავე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
 - გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მონაწილე გამოაგზავნის ელექტრონულად ხელმოწერილ გადახდის დოკუმენტს.
 - გადახდის დოკუმენტი ფორმდება ელექტრონული ხელმოწერით (PDF დოკუმენტში)
 
დამატებითი ინფორმაცია:
- კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: experimlab@gmail.com
 - დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/georgia.labb